Thursday, July 16, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ინტელის ტრენინგის ბოლო დღეა.შესასწორებელი თუ რომელიმე მოდულში იყო, მოვაწესრიგე.
მადლობა  ლალი გიგაურს, ჩვენს ხელმძღვანელს, ასეთი საინტერესო და ხალისიანი დღეებისთვის!
მადლობა ჯგუფელებს გულთბილი და აქტიური თანამშრომლობისთვის!

Wednesday, July 15, 2015

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე  ღირებული იყო ჩემთვის.შევქმენი პორტფოლიო,გადავამოწმე, შევიტანე ცვლილებები, ავტვირთე და გამოვაქვეყნე ბლოგზე.
დღემ საინტერესოდ ჩაიარა,
ყველაფრისთვის დიდი მადლობა!

Tuesday, July 14, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი დატვირთული და საინტერესო იყო.  ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე. დავიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა, გავეცანით ინტელის რესურსებში
სასწავლო პროცედურებს, რათა მოვარგოთ ჩვენს პრეზენტაციას.
უღრმესი მადლობა!

Sunday, July 12, 2015

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

მეხუთე დღის რეფლექსია

დავამთავრე მუშაობა შეფასების დროის ჩარჩოზე,გავეცანი პრეზენტაციაში გამოყენებული ლიტერატურის საავტორო უფლებებს,მოვიძიე შესაბამისი მასალები და მათი მისამართები  შევიტანეთ გამოყენებული ლიტერატურის დოკუმენტში.შეცვალეთ ბლოგის დიზაინი,შევქმენით გვერდები,მივიღე დავალება:ბლოგზე განვათავსოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

Wednesday, July 8, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღე დატვირთული იყო. დღემ საინტერესოდ ჩაიარა.გავეცანით დროის ჩარჩოს შედგენას, "გუგლდრაივის" წარმოებას , ახალი ფაილის შექმნას ვირტუალურ დისკზე და ურთიერთთანამშრომლობას.
მადლობა ასეთი საინტერესო და ხალისიანი გაკვეთილისთვის!

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვები

  • რატომ არის კაცობრიობის ისტორიის მანძილზე აღზრდის თემა ყოველთვის მნიშვნელოვანი?
თემატური კითხვები
  • რატომ ვკითხულობთ დღესაც  აკაკის "გამზრდელს"?
  • რამდენად მიესადაგება აკაკის ნაწარმოები ჩვენს ცხოვრებას?
  • როგორია საზოგადოების პასუხისმგებლობა აღზრდასთან დაკავშირებით?
  • რა ფაქტორები განსაზღვრავს ადამიანის აღზრდას?
  • როგორ შეიცვალა საზოგადოებრივი აზრი დროსთან ერთად აღზრდის თემასთან დაკავშირებით?

შინაარსობრივი კითხვები

  • ვის მიუძღვნა აკაკიმ " გამზრდელი"?
  • რატომ აპატია ბათუმ საფარ-ბეგს ჩადენილი დანაშაული?


Tuesday, July 7, 2015

მე-3 დღის რეფლექსია

მოვისმინეთ პროექტის თეორიული კურსის შესახებ ინფორმაცია და პრაქტიკულად შევასრულეთ დაგეგმვა, ე. ს. გ. სტანდარტის მიხედვით.

მოსწავლის ამოცანები

მოსწავლეები შეძლებენ:

  • მასალა მოიძიონ ლიტერატურული წუაროებიდან და გაავლონ პარალელები;
  • ჩაატარონ კვლევა, შეაგროვონ, შეაფასონ და გააერთიანონ  სხვადასხვა წყაროებიდან აღებული მონაცემები, რათა თავიანთი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია მიზნებისა დააუდიტრიის შესაბამისად გადმოსცენ. 
  • გამოიყენონ ელექტრონული და ბეჭდური მასალა იფორმაციის შესაგროვებლად,შემდეგ კი მიღებული ცოდნის აუდიტორიისათვის გადასაცემად.

Sunday, July 5, 2015

ჩემი პროექტის იდეა

აკაკი წერეთლის ,,გამზრდელი". ნაწარმოების დიდაქტიკური ხასიათი,სოციალური გარემოს, აღმზრდელის როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში.ადამიანის მორალური სიწმინდე,მის მიერ საუკეთესო ხალხური ზნე- ჩვეულებათა დაცვის აუცილებლობა, აღზრდის საქმეში აღმზრდელის როლი და პასუხისმგებლობა. მორდუობისა და მასთან დაკავშირებული ზნეობრივი მოვალეობის დაცვა.

პირველი დღის რეფლექსია

მივიღე ინფორმაცია ინტელის ტრენინგის შესახებ,პროექტებით სწავლების შესახებ, მათი მოთხოვნების შესახებ.გავეცანით ბლოგს, რამდენი მოდულისაგან შედგება, შევქმქნით საკუთარი ფოსტა,ფერების შეცვლას გავეცანით,შევისწავლეთ ბლოგების შექმნა.მივიღეთ საშინაო დავალება პროექტის შექმნაზე.